”ომის ცხრა წლის განმავლობაში რუსეთს არც ერთხელ შეუსრულებია ზავის პირობები. […] ყველა მათგანი მტრის განზრახ ქმედებებმა ჩაშალა. მაგალითად, 2018 წლის ე.წ. “ყოვლისმომცველი საგაზაფხულო დაზავების” დროს გამოცხადებული “სიჩუმის” 22 დღის განმავლობაში მტერმა როგორც მინიმუმ 153 დაბომბვა განახორციელა, რა დროსაც ექვსი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, 12-მა ჭრილობები მიიღო. […] 2020 წლის 27 ივლისს ოფიციალურად დაიწყო მორიგი “ცეცხლის შეწყვეტის სრული და ყოვლისმომცველის რეჟიმი”. თუმცა მტერი მას მხოლოდ ნახევარი საათი ასრულებდა. 2020 წლის 27 ივლისიდან 2021 წლის 27 ივლისამდე მტრის 2 ათასზე მეტი დაბომბვა არის დაფიქსირებული. ამიტომ რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და აგრესიის დასრულების მნიშვნელობა მხოლოდ რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ექნება”,
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.