რუსეთს არ შეუძლია, რაოდენობრივი სიძლიერე გადამწყვეტ უპირატესობად აქციოს – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2005-2018 წლებში დაახლოებით გაორმაგდა, რამაც 2008 წლიდან განაპირობა სამხედრო მოდერნიზაციის ექსპანსიური პროგრამა “New Look”.

მათი ცნობით, რუსეთის რაოდენობრივი უპირატესობა უკრაინასთან ომში გადამწყვეტი არ არის.

“თუმცა, ფიზიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციამ რუსეთს უკრაინაში დომინირების საშუალება არ მისცა. როგორც სტრატეგიულ დაგეგმვაში, ასევე ოპერაციების შესრულებაში წარუმატებლობის გამო, რუსეთს არ შეუძლია, რაოდენობრივი სიძლიერე გადამწყვეტ უპირატესობად აქციოს”,– აცხადებს დაზვერვა.

ბრიტანეთის ინფორმაციით, “რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად სუსტია როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად”.

“ამის აღდგენა სანქციებით გამწვავდება. ეს მუდმივ გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, განათავსოს ჩვეულებრივი სამხედრო ძალა”,– აღნიშნავს დაზვერვა.