რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან – იგნატი

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატი აცხადებს, რომ  რუსეთს შარშანდელთან შედარებით ახლა, გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს.

“რუსეთს ამ დროისთვის გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან, უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმების დაწყებამდე ჰქონდა.ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ექვსი თვის განმავლობაში (9 სექტემბრიდან 12 მარტამდე) ჩვენ ჩამოვაგდეთ 750 საკრუიზო რაკეტა, გაშვებული იყო დაახლოებით 1100. ისინი [რუსები] რეზერვში 30%-ს ინახავდნენ, რაც ნიშნავს, რომ გასული წლის მდგომარეობით, მათ 1600-მდე ფრთოსანი რაკეტა ჰქონდათ. ახლა მათ 870 რაკეტა აქვთ”, – განაცხადა იგნატმა.