“არის პუტინის ბრძანება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გეოგრაფიულ საზღვრებამდე გასვლისა და შემდეგ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. მათი ამოცანაა ჩვენთვის ორ ზღვაზე წვდომის ჩამორთმევა. ფაქტობრივად, უკვე არის პრობლემები აზოვის ზღვასთან და მის გარშემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასევე, მათი მიზანია, ჩამოგვართვან შავ ზღვაზე წვდომა.

პირველი [მიზანი] არის ლუგანსკის რეგიონის სრულად აღება რუსეთის ჯარების მიერ, მეორე მიზანია უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევა. ჯერჯერობით ვერც ერთ და ვერც მეორე მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ ბრძოლა სასტიკია“

განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინული მედიის ცნობით.