რუსეთს დონბასისთვის ბრძოლაში 4 მიზანი აქვს – The Guardian

The Guardian ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ომის მეორე ფაზაში 4 მიზანი ამოძრავებს:

“დონბასის აღება, ყირიმთან სახმელეთო ხიდის უზრუნველყოფა, რომელშიც ალყაში მოქცეული მარიუპოლი გადამწყვეტ როლს შეასრულებს, ყირიმისთვის მტკნარი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად ხერსონის ოლქის დაკავება და დამატებითი ტერიტორიების დაპყრობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუფერულ ზონად ან ვაჭრობის საგნად მოლაპარაკებებში”,– უთხრა გამოცემას ოფიციალურმა პირმა.

მისივე განცხადებით, ითვლება, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს შეიარაღებული ძალების სამი მეოთხედი, რომლითაც ომი თებერვალში დაიწყო – 76 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, დაახლოებით 60 000 ჯარისკაცი. მიუხედავად ამისა, დასავლეთში ამბობენ, რომ რუსული არმია მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, უმთავრესი ლოჯისტიკური პრობლემებია.