ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ცნობებში აღნიშნავს, რომ რუსებს, სავარაუდოდ, ამოეწურათ ირანული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებენ. მოსკოვი ახლა მის შევსებას შეეცდება.
„რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება უცხოეთიდან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას უფრო სწრაფად, ვიდრე შეძლებს ახალი საკრუიზო რაკეტების წარმოებას ქვეყნის შიგნით“, – ხაზგასმით აღნიშნა სამინისტრომ.
„სექტემბრიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში, სავარაუდოდ, ირანული წარმოების ასობით ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ეს აპარატები ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და უფრო ტრადიციული მრავალჯერადი შეიარაღების სისტემების ნაზავს წარმოადგენს. ეს იარაღი რუსეთმა ფართოდ გამოიყენა ტაქტიკურ სამხედრო სამიზნეებსა და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,“ – წერს დაზვერვა 23 ნოემბრის რელიზში.
ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა თავდაპირველად დრონების კამპანია ჩაიფიქრა, რათა ფრთოსანი რაკეტების მწვავე დეფიციტი ამ გზით შეევსო, თუმცა ამ მიდგომას შეზღუდული წარმატება ჰქონდა რადგან გაშვებული დრონების უმრავლესობა უკრაინამ გაანეიტრალა.