შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუს ოპოზიცინერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდების გამო. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიკრობლოგ “ტვიტერზე” წერს.
“შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი და სხვა პირთა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს თავიანთი უფლებების განხორციელების დროს”, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.