რუსეთს ომში დაზიანებული აღჭურვილობის ჩანაცვლება უჭირს – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. მათი ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში, ხარკოვში მცირე ტერიტორიულ წინსვლას პირველად მიაღწიეს.
“10 ივნისს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იწინასწარმეტყველა, რომ სახელმწიფო თავდაცვის ხარჯები 600-700 მილიარდი რუბლით (8,5-10 მილიარდი GBP) გაიზრდებოდა, რაც შეიძლება მიუახლოვდეს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის 20%-იან ზრდას.რუსეთისთვის მაღალი ხარისხის მოწინავე იარაღის წარმოება, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემურია, რაც, დიდი ალბათობით, უკრაინაში გაფუჭებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას შეუძლებელს გახდის”. – წერია ანგარიშში.