“დღეს, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა, კერძოდ, ჟენევის მოლაპარაკებების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის შესახებ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჟენევა არათანაბარ პირობებს უქმნის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს.[…]ლავროვთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ დიდწილად ამოწურა თავი. შესაბამისად, მან იკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა აფხაზური მხარე, რომ გაგრძელდეს სამუშაო უფრო შესაფერისი ადგილის მოსაძებნად. საუბარი იყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. ამის განხილვა შეიძლება. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს.”

განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ.