რუსეთს სანქციებს იაპონია და ავსტრალიაც უწესებენ

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ აკრძალავს მის ქვეყანაში რუსული სესხების გაცემას, ასევე რუსეთის რიგი მოქალაქეების აქტივებს გაყინავს და ვიზების გაცემას აკრძალავს. ავსტრალია უერთდება იმ სანქციებს, რომლებიც მოქმედებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და სევასტოპოლის, ასევე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მიმართ. ასევე შემოაქვს პერსონალური ფინანსერი სანქციები და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა რუსეთის უშიშროების საბჭოს რვა წევრის მიმართ.

ამავე დროს, ავსტრალია დააჩქარებს უკრაინელების მიერ მიღებული სავიზო განაცხადების განხილვას. ავსტრალიის პრემიერის, სკოტ მორისონის თქმით საიმიგრაციო დეპარტამენტს დაევალა უკრაინის მოქალაქეების მიერ შეტანილი სავიზო მოთხოვნები პირველ რიგში განიხილონ. მისი თქმით, ამჟამად 430 განაცხადი განიხილება. მათ შორის არის ოჯახური, სტუდენტური და სხვა სახის ვიზები. ავსტრალიაში დაახლოებით 38 000 უკრაინიდან ჩასული  ადამიანი ცხოვრობს. 1400 ავსტრალიელი კი უკრაინაში იმყოფება.