ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის გაჭიანურებას აგრძელებს.
„როგორც ჩანს, რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს.[…] რუსეთი დროს აჭიანურებს და თვლის, რომ ამ გზით ის უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე დასავლური დემოკრატია“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.