“1. საკუთარ პარლამენტში, პრემიერი ტრუდოს მეთაურობით, კანადელების დაძმობილება ნაცისტებთან.
2. აბრამსის ტანკების NATO-ს არსენალიდან მიწოდება.
3. Army Tactical Missile System-ის შორი მანძილის რაკეტების კიევის ხელისუფლებისთვის გადაცემის დაპირება.
როგორც ჩანს, რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, გარდა ხმელეთზე პირდაპირი კონფლიქტის NATO-სთან, რომელიც ჰიტლერის ღერძის მსგავს ღიად ფაშისტურ ბლოკად იქცა, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონედ. ჩვენ მზად ვართ, თუმცა შედეგი მიღწეული იქნება კაცობრიობისთვის ბევრად დიდი ფასის სანაცვლოდ, ვიდრე ეს 1945 წელს იყო”.
ბოლოდროინდელ მოვლენებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამზე ეხმაურება.