აშშ-მ წერილით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს, რომ აქვთ სანდო ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთმა უკრაინის იმ მოქალაქეების სია შეადგინა, რომლებსაც შეჭრის შემდეგ მოკლავს, აწამებს, ბანაკებში გაგზავნის, ან დააპატიმრებს. წერილის The New York Times ავრცელებს.
წერილში ვკითხულობთ, რომ რუსეთი შეჭრის შემდეგ გეგმავს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და პროტესტის ჩახშობას.
აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იქნება მათი ქმედებების მოწინააღმდეგე პირები, მათ შორის, რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე LGBTQ+ პირები.
“გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, გამოიყენონ სასიკვდილო ზომები მშვიდობიანი პროტესტის დასაშლელად”, – აღნიშნულია წერილში.
The New York Times-ის ცნობით, წერილის ავთენტურობა, რომელაც გაეროში აშშ-ს ელჩი აწერს ხელს, აშშ-ს სამმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა.