“ნატო არ ებრძვის რუსეთს. ნატოს რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაციაც კი არ დაუწყია. რუსეთს უკრაინელები ამარცხებენ და არა ნატო. ზოგიერთს ეს რცხვენია და ეს ჩანს”,
ასე პასუხობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს ნატომ უკრაინაში ომის პროვოცირება მოახდინა.