ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მოკლე ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურობამ უდიდესი ალბათობით მისი წყალქვეშა ნავები ანექსირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანა.
ბრიტანეთის დაზვერვა თვლის, რომ ეს უკავშირდება საფრთხის დონის მატებას ყირიმის მახლობლად, უკრაინის შორი მანძილის სარაკეტო დარტყმების გაძლიერების გამო. ბოლო ორი თვის მანძილზე ასეთი დატრყმები განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე და საზღვაო ავიაციის მთავარ აეროდრომზე – გვახსენებენ ანგარიშის ავტორები.
ყირიმში შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების გარანტია სავარაუდოდ ერთ–ერთი მიზეზი იყო, რამაც რუსეთის პრეზიდენტს 2014 წელს ნახევარკუნძულის ანექსია გადააწყვეტინა – თვლიან კვლევის ავტორები. ამჟამად შავი ზღვის ბაზის უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო უკვე მთლიანად დარღვეულია.