ნებისმიერი ესკალაციის, დაბომბვის, საბრძოლო მოქმედებების, იძულებული ევაკუაციის, ჩვეული ცხოვრების ფორმატის ნგრევის მიზეზი, მათ შორის თავად რუსეთის ტერიტორიაზეც, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ჩათვლით, მხოლოდ ერთია: თავად რუსეთის უწინაპირობო აგრესიის ფაქტი – მისი მცდელობა, დაიპყროს სხვისი ტერიტორიები და უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ცხადად აყალიბებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.
კარგადაა ცნობილი “რუსეთის თვითგანადგურების” კონცეფციის ავტორიც: სუბიექტი პუტინი. ამიტომაც, დასკვნები სრულიად აშკარაა… რუსეთს უცვლელად სჯეროდა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა შემზღუდველი ნორმები და ამიტომაც შეეძლო დაუსჯელად დასხმოდა თავს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს და თვალთმაქცურად მოეთხოვა… საკუთარ ტერიტორიაზე ხელშეუხებლობა.
თუმცა, ეს არის ომი, რომელსაც საკუთარი წესები აქვს და რომელშიც აგრესორი მუდამ მოიმკის იმას, რაც დათესა…
წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე იერიშთან დაკავშირებით.