“პუტინმა დაარღვია იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი, რომ ის არ გაჩერდება თავისით. რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო.[…] ეს ომი უბრალოდ არ შეიძლება დასრულდეს, ამიტომ ამ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, საჭიროა მოქმედება… ომის დასრულება მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიღალა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. ჩვენი უკრაინული თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს,”

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე საუბრისას განაცხადა.