რუსეთში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით იუწყება.
ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციი ყველაზე ფართომასშტაბიანი აქციები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა.
პეტერბურგში მეტროს სადგურები დაკეტილია, არ მუშაობს სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ამ დროისათვის დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი, მხოლოდ რუსეთის დედაქალაქში 140–ზე მეტი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას პირობითი მსჯავრის დარღვევას ედავებიან. რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.