რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 501 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცრებულების საერთო რაოდენობამ 2337-ს მიაღწია. მათგან 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია კორონავირუსით დაავადებული 8 ადამიანი.

ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 387 შემთხვევა, მოსკოვშია. სანკტ-პეტერბურგში 48 ახალი შემთხვევაა, დაღესტანში კი 9.

რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები 85-დან 73 რეგიონშია გამოვლენილი.

27 მარტიდან შეჩერდა საერთაშორისო ფრენები. 30 მარტიდან მოსკოვში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა.