რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის Covid-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 242 271-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 48 000-მდე პაციენტი. გარდაიცვალა 2 212 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთმა ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და გლობალური მასშტაბით მეორე ადგილზეა.