რუსეთში ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს – რუსული მედია

რუსეთში ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ინფორმაციას რუსეთის პროპაგანდისტული მედია, Russia Today ავრცელებს.

საქმე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა.

პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მათ ამის შესახებ რუსეთის მამათა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ზგონნიკოვმა აცნობა.

აქამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გეწაძის პერფრომანსთან დაკავშირებით სწორედ ზგონნიკოვმა მიმართა.

საქმე Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის წარმოდგენილ პერფორმანსს ეხება, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ შეურაცხყოფად მიიჩნია.