რუსეთში, ქალაქ ტვერში იწვის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის შენობა.
TASS-ის ცნობით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, მაგრამ სწრაფად გავრცელდა ხის იატაკებზე და ზედა სამი სართული მოიცვა.
სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
ხანძრის ჩაქრობაში 240-ზე მეტი ადამიანი და 69 სახანძროა ჩართული, მათ შორის, ვერტმფრენი.
წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ელექტრო ქსელის ავარია გახდა, რადგან გაყვანილობა ძველი იყო.