რუსეთის დუმამ შესწორებები მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც კოდექსს ახალი მუხლები – “ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება“ და “მოროდიორობა“ დაემატა.
ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის სამხედროს 10 წლამდე პატიმრობა ელის, მოროდიორობისთვის კი 15 წელი.
მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში სამხედრო ნაწილის თვითნებური დატოვება ერთ თვეზე მეტი ვადით ათ წლამდე პატიმრობით დაისჯება. დუმამ პროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კი მას ფედერაციის საბჭო მოიწონებს და პრეზიდენტი მოაწერს ხელს.