რუსეთში მოხუცთა თავშესაფარი დაიწვა – დაიღუპა 20 ადამიანი

რუსეთის ქალაქ კემეროვოში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ხანძარი ღამით გაჩნდა. ორსართულიანი ხის ნაგებობა, რომელიც მოხუცთა თავშესაფრად იყო მოწყობილი, მთლიანად დაიწვა.

ხანძრის ფართობი 180 კვადრატული მეტრი იყო. შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი მუშაობდა და მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის 28 ეკიპაჟი.