რუსეთში კოკა–კოლას ნაცვლად “მართლმადიდებლური კოლას“ გამოშვება დაიწყეს

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, კოკა–კოლას მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ რუსეთი დატოვა, ქვეყანაში “იმპორტის ჩანაცვლების“ პროცესი დაიწყეს. “რუსული კოლას“ წარმოება, რომლის ეტიკეტზე ღვთისმშობელი და იესო არიან გამოსახული,  არხანგელსკის ყოფილმა მერმა, ალექსანდრ დონსკოიმ დაიწყო.

გაზირებულ სასმელს  მისი ერთ–ერთი საწარმო ბალახების  და ალტაის მხარის კენკრის საფუძველზე ამზადებს.

დონსკოიმ უკვე  გააკეთა პრეზენტაცია, როგორი იქნება “რუსული კოლას“ შეფუთვა.

“მთელი ქვეყანა ერთად მოვიფიქრებთ, რაში გავურევთ ამიერიდან არაყს. ვისკისთვის რუსული კოლა არ გამოდგება. არაპატრიოტულია“– თქვა ბიზნესმენმა. მისმა კომპანიამ ბრენდინგის საუკეთესო ვარიანტზე კონკურსი გამოაცხადა.

გამარჯვებული 100 ათას რუბლს და “დონსკოის კოცნას“ მიიღებს.