რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება დასრულდება პუტინის ჩამოგდებით – სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

“რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება დასრულდება პუტინის ჩამოგდებით” – აცხადებს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადმი. მან ასევე, ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას და ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადებას,  “სამწუხარო”  უწოდა.

“რუსი დედების შვილების გაწვევით პუტინი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს და ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით”, –  თქვა ნადმა