რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ “სტროიპარკში” ხანძარია. ხანძარი დილით 08:33 საათზე გაჩნდა..

რუსული სახელმწიფო მედია TASS-s საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი 9 000 კვ.მ. ფართობეზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.