რუსეთში აშშ–ს საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება ქვეყანაში მყოფი ამერიკელებისთვის და მოუწოდა მათ მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებს მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
აშშ–ს მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ იქონიონ “ევაკუაციის“ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის დატოვება მოუწევთ.
კვირას საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: “მედიის წყაროების მონაცემებით ადგილი ჰქონდა თავდასხმის მუქარებს სავაჭრო ცენტრებში, რკინიგზის სადგურებსა და მეტროსადგურებში, ასევე ხალხის თავშეყრის სხვა ადგილებში მსხვილ ქალაქებში, მოსკოვისა და სანკტ–პეტერბურგის ჩათვლით, ასევე რუსეთ–უკრაინის საზღვრის გასწვრივ მდებარე რაიონებში, სადაც მომატებულია დაძაბულობა“.
რუსეთში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებენ ყურადღებით იყვნენ იმ ადგილებში, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასული ტურისტები ხშირად სტუმრობენ, აცნობონ ახლობლებს საკუთარი უსაფრთხოების შესახებ და თან იქონიონ აშშ–ს პასპორტი მოქმედი რუსული ვიზით.