რუსეთში ომის საწინააღმდეგო ქადაგების გამო მღვდელი დააკავეს

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთში, ქალაქ კოსტრომაში მღვდელი ომის საწინააღმდეგო ქადაგების გამო დააკავეს. სასულიერო პირი, რომელიც შენდობის კვირაში მშვიდობაზე საუბრობდა, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება.

მედიის ცნობით, მამა იოანე ბურდინი დააკავეს მას შემდეგ, რაც ქადაგება წაიკითხა სოფელ კარაბანოვოს მცირე კრებაზე. ის ადგილობრივებს უხსნიდა უკრაინის ქალაქებში მიმდინარე დაბომბვასა და ნგრევას, ასევე აზიარებდა ომის საწინააღმდეგო სურათებს და პეტიციას მრევლის ვებსაიტზე.

უშიშროების ძალებმა ბურდინის ბრალი წაუყენეს „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის“ გამო.