რუსეთში ომში გაწვევის ბარათი მოქალაქეობის არმქონე პირებმაც მიიღეს

რუსეთში იქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ომში გაწვევაც დაიწყეს.

ASTRA იუწყება, რომ ჩელიაბინსკის,  ერთ-ერთ საწარმოში ბელორუსის მოქალაქემ და კიდევ ექვსმა თანამშრომელმა, ძირითადად უზბეკეთის მოქალაქეებმა, გაწვევის ბარათი მიიღეს. არცერთი მათგანი არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ბელორუსი სამხედრო კომისარიატში  არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მას  ესკორტით მიაკითხეს.

ბრიგადირმა ეს იმით ახსნა, რომ არსებობს პუტინის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში არარუს მოქალაქეებსაც კი იბარებენ.