რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღდგომის კვირას იკრძალება საფლავებზე გასვლა, მისაღებია.
ამის შესახებ მოსკოვის ეპარქიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რია“ ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქომ მთავრობის გადაწყვეტილება მოიწონა და განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სასაფლაოების მონახულება არ არის საეკლესიო ტრადიცია და ის საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა.