რუსეთში სამხედროების დედების უკმაყოფილება სახიფათო იმპულსს იძენს – მალიარი

“რუსი ჯარისკაცების დედებმა გაერთიანება დიდი ხნის წინ დაიწყეს, რადგან მათი მთავრობა მუდმივად ომშია. ყველა რუსი ქალი არ არის მზად დაკარგოს შვილები დიქტატორის ამბიციებისთვის,

ახლა რუსი დედების უკმაყოფილება სახიფათო იმპულსს იძენს, ამიტომ, რუსეთის ფედერაცია ტყვეებისგან დაკომპლექტებულ დანაყოფებს აგზავნის იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია მძიმე დანაკარგები, მათი სიკვდილი ისე არ იგრძნობა რუსულ საზოგადოებაში”,

აცხადებს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ეშინია მობილიზებული რუსი დედების უკმაყოფილების, ამიტომ სარდლობა ფრონტის ხაზზე, იმ ადგილებში, სადაც მძიმე დანაკარგებია შესაძლებელი დაქირავებულ ტყვეებს აგზავნის.