რუსეთში სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რა დადებითი ეფექტი აქვს სანქციებს

გაზეთი კომერსანტი წერს, რომ რუსული სკოლების მასწავლებლებს დაურიგდათ რეკომენდაციები, როგორ უნდა ჩაატარონ გაკვეთილები თემაზე “ანტირუსული სანქციები და მათი გავლენა სამამულო ეკონომიკაზე“. პედაგოგებმა უნდა მოახდიონონ 5–9 და 10–11 კლასების მოსწავლეთათვის ამ თემაზე გაკვეთილების ორგანიზება. გაკვეთილზე მოსწავლეებს მოუყვებიან “სანქციების დადებით ეფექტზე“– ნათქვამია მასალაში.

კომერსანტის სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ასეთი გაკვეთილები დაიწყება პრეზიდენტ პუტინის ციტატით იმაზე, რომ “რუსეთზე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლა ხორციელდება“. მეთოდურ სახელმძღვანელოში ეს ზეწოლა დადებითად არის წარმოდეგნილი – მოსწავლეებს მოუყვებიან, რომ რუსეთული პროდუქციის წილი რამდენიმე სფეროში გაიზრდება, შემდეგ კი მოსწავლეებს მოთხოვენ შეფასებას იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები განიცდიან დიდ ეკონომიკურ დანაკარგებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

მეთოდურ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს “უნდა დაანახოს, რომ რუსეთს შეუძლია დასავლეთის ქვეყნების სანქციებით ზეწოლის უარყოფითი შედეგების დაძლევა ეკონომიკის სფეროზე“, და უნდა შეუქმნან წარმოდგენა “რუსეთის ფედერაციის ანტისასანქციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.“