რუსეთში, სტილისტმა, ბავშვს თმა გადაპარსა და დედის ნებართვის გარეშე, თავზე ომის სიმბოლო Z დაახატა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს. როგორც დედა აცხადებს, მას სტილისტისთვის ასეთი სერვისი არ უთხოვია.
„უბრალოდ საშინელი მდგომარეობაა! დღეს ჩემი შვილი პარიკმახერთან მივიყვანე სავაჭრო ცენტრში და ძალიან ვინანე! რომ დაგვირეკეს, ჩემი შვილი სავარძელში ჩასვეს, ავუხსენი, როგორ უნდა მოეჭრათ თმა. რადგან მოსაცდელები დაკავებული იყო, მოპირდაპირე მხარეს ვიცდიდი. როდესაც ჩემი შვილი მოვიდა, გაოგნებული ვიყავი. მე დავურეკე სტილისტს და ვკითხე, რატომ გააკეთა ეს? მითხრეს, რომ ეს „ელვა“ იყო, მეორე ოსტატმა საერთოდ თქვა, რომ Z სხვა მიმართულებით წერია და ჯობია არ შეურაცხყოო. შედეგად, ფული დამიბრუნეს“,- ამბობს ქალი.
უკრაინაში ოკუპანტები რუსული სამხედრო ტექნიკას Z ასოთი აღნიშნავენ.ამასთანავე, სოციალურ ქსელში ომის მხარდაჭერას Z ასოთი გამოხატავენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, Z “გამარჯვებისთვის” ნიშნავს, ხოლო V გამოხატავს ფრაზას: “სიმართლე ძალაა” ან “დავალება შესრულდება”.