რუსეთში სტუდენტები სასწავლებელში იქამდე არ შეუშვეს სანამ ასო Z-ს ფორმაში არ დადგნენ

რუსეთში, ტომსკის უნივერსიტეტში სტუდენტები იქამდე არ შეუშვეს სანამ ასო Z-ს ფორმაში არ დადგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ,  უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო საკუთარი Telegram არხზე ავრცელებს.

გამოცემა NEXTA-ს ცნობით, ტომსკის უნივერსიტეტიდან სტუდენტების ევაკუაცია  სახანძრო განგაშის გამო მოხდა, შემდეგ კი მანამ არ მისცეს უკან დაბრუნების უფლება ვიდრე ასო Z-ში არ დადგნენ.

საბოლოოდ ტომსკის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და ევაკუაციას „ამაზრზენი ხუმრობა“ უწოდა.

ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომისას სიმბოლო Z რუსეთის სამხედრო ტექნიკაზეა გამოსახული. ასო Z რუსეთის ხელისუფლებისა  და უკრაინაში ომის მხარდამჭერ სიმბოლოდ მიიჩნევა.