რუსეთში სუ-34, ძრავში თოლიების გაჭედვის გამო ჩამოვარდა – რუსული მედია

რუსული მედიები, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის ქალაქ ეისკში, სუ-34 თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ძრავში თოლიების გაჭედვა გახდა.  რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავში 2 თოლია აღმოაჩინეს.

“სუ-34-ის ძრავებში აფრენის მომენტში ორი ზღვის თოლია გაიჭედა. მათი ნაწილები აღმოაჩინეს თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლისას. ამ გარემოებამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავში, რასაც მისი ჩამოვარდნა მოჰყვა.” – აცხადებენ რუსული  სააგენტოები.