რუსული გამოცემა Коммерсантъ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა. მიზეზი კი დაუმუშავებელი თუთიის ექსპორტის სრულად შეჩერებაა.
როგორც გამოცემასთან წყაროები აღნიშნავენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული EU-ს სანქციების ფონზე, ლოჯისტიკისა და ბანკთაშორისი ანგარიშსწორების პრობლემების გამო დაუმუშავებელი თუთიის ექსპორტი შეწყდა.
რუსეთის საწარმოებში საწყობები უკვე სავსეა, ზოგიერთი ქარხნის დატვირთვა კი 30%-მდე შემცირდა.
ასევე აღსანიშნავია რომ ივნისიდან ევროკავშირში რუსეთიდან ლითონის იმპორტის სრული აკრძალვა ამოქმედდება.
ექსპორტის ჩინეთში გადამისამართებას, შეიძლება თავისი სირთულეები ჰქონდეს რადგან ტყვიის ქარხნების უმეტესობა მდებარეობს რუსეთში და ლოჯისტიკასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება.
ყოველწლიურად საწარმოები აწარმოებენ დაახლოებით 200 ათას ტონა ტყვიას, რომლის დაახლოებით ნახევარი ყოველთვის ექსპორტზე გადის.