რუსეთში უკრაინაში კაპიტულაციის სცენარს განიხილავენ –გენერალი ჰოჯესი

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი რუსულ რიტორიკაში ამჩნევს სიგანალებს, რომლებიც რუსეთ–უკრაინის ომში კრემლის შესაძლო კაპიტულაციაზე მიანიშნებს.

2012–2014 წლებში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაური თვლის, რომ კრემლში უკვე განიხილავენ კაპიტულაციის სცენარს. ასეთი ვარაუდი გენერალმა ტვიტერზე მას შემდეგ გამოთქვა, რაც აშშ–ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა სალავიოვის პროპაგანდისტულ შოუში განცხადება გააკეთა.

ფრაზას იმის შესახებ, რომ “რუსეთი უკრაინაში კაპიტულაციის ვარიანტს არ განიხილავს“, ჰოჯესი ასე აფასებს:

“ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში აღიარებენ, რომ რეალურად ასეთი ალბათობა არსებობს“– წერს გენერალი.

გენერალი ჰოჯესი ოპერაცია “ერაყის თავისუფლების“ დროს საჰაერო–სადესანტო ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ასევე ნატოს ძალების ხელმძღვანელი იყო 2014–2017 წლებში. გადადგომის შემდეგ ჰოჯესი სამხედრო ექსპერტი გახდა და ხშირად აძლევს კომენტარს უცხოურ მედიას სამხედრო თემებზე.