რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად სამხედრო კომენტატორი იგორ სტრელკოვი (გირკინი) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციასგამოცემა RBC.RU უსაფრთხოების სამსახურის ორ თანამშრომელზე და გირკინის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გირკინი საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავება კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნით მოხდა.
მოგვიანებით გირკინის Telegram არხზე მისი ცოლის წერილიც გამოჩნდა, რომელმაც დაკავება დაადასტურა. როგორც ის წერს, მომხდარის დროს ის სახლში არ იმყოფებდა.
“მეგობრებისგან მოვახერხე გამეგო, რომ ჩემი ქმარი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი),” – წერს გირკინის ცოლი.
გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის უკანასკნელი წარუმატებლობის გამო, მან აქტიურად დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკა.