რუსეთში ფეისბუქის და ინსტაგრამის მფლობელი Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

მოსკოვის ტვერის სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთში აკრძალა კომპანია მეტა, რომელიც ფეისბუქს, ინსტაგრამს და ვოთსაფს ფლობს. თუმცა, ამ უკანასკნელის მიმართ ხელისუფლებას ჯერჯერობით პრეტენზია არ აქვს

გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. სასამართლოს დროს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დააკონკრეტა, რომ აკრძალვშის შემთხვევაში ფეისბუქის და ინსტაგრამის მომხმარებლების ბლოკირების გვერდის ავლის გამო არ დასჯიან.

ამკრძალავი ზომები არ შეეხება ვოთსაფის ჩატს – გენპროკურატურამ ჩათვალა, რომ ამ მესენჯერს ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფუნქცია არ აქვს და შესაბამისად, ვერაფერს აშავებს.

პროკურატურამ კომპანია  Meta Platforms Inc.–ის ექსტრემისტულ ორგაიზაციად ცნობა მას შედეგ მოითხოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ფეისბუქი და ინსტაგრამი დროებით უფლებას აძლევენ ზოგიერთი ქვეყნის მაცხოვრებლებს ძალადობის შემცველი ფრაზები გამოიყენონ, რუსეთის და ბელორუსის პრეზიდენტების სიკვდილის სურვილი კი სიძულვილის ენად აღარ ითვლება. უკვე მეორე დღეს, ანუ 12 მარტს მეტამ დააკონკრეტა, რომ მოდერაცია მხოლოდ უკრაინაში დაწერილი პოსტებისთვის შესუსტდება.

პროკურორ ნატალია გაშულინას განცხადებით ეს არის რუსოფობისს წახალისება და დაჩქარება.

“მეტას ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია რუსეთის და მისი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მოვითხოვთ აიკრძალოს მეტას საქმიანობა და დაევალოს მას ამ გადაწყვეტილების  სასწრაფოდ აღსრულება“– თქვე სასამართლოზე მოსარჩელე მხარემ. მოთხოვნას როსკომნადზორიც დაეთანხმა.