რუსეთში ღვინის მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა – ”კომერსანტი ”

რუსული გამოცემა კომერსანტი წერს, რომ 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთში ღვინის მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა.  საქართველომ ამ მონაცემებში იტალიას გადაუსწრო.

2023 წლის  პირველ ხუთ თვის მონაცემებით, ექსპორტი 63%-ით გაიზარდა და საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, რის საფუძველზეც ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა ექსპორტიორებს შორის და იტალიას გადაუსწრო. იტალიიდან ექსპორტი 32%-ით გაიზარდა და რუსეთში 23.36 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა.  შედეგად,  ჯამში მთლიან მოცულობაში საქართველოს წილმა 19.1%-ს მიაღწია, იტალიისამ 18,5%-ს.

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო.