რუსეთში Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია, – ამ სათაურით აქვეყნებს ცნობილი ამერიკული გამოცემა CNN სტატიას.
„ეს საშიშ პოლიტიკურ მომენტს უქმნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ახალ გამოკითხვაში, რომელიც დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ გამოაქვეყნა, რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა – 46%-მა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიზისს ადეკვატურად გაუმკლავდა. პანდემიამ პუტინის საქმიანობის რეიტინგებსაც დაარტყა. მარტში „ლევადა“ ცენტრმა დაადგინა, რომ პუტინის რეიტინგი 63%-მდე დაეცა. რეიტინგის ასეთი ვარდნა მას 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – წერს CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთში შაბათ-კვირას Covid19-ის დადასტურებულმა შემთვევებმა ყველაზე მაღალ რიცხვს 0 633 მიაღწია. ასევე უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ Covid-19-ის მსგავსი კრიზისი არასდროს უნახავს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, ქვეყნის ეკონომიკას ორმაგი დარტყმა მიაყენა.