რუსეთში Z სიმბოლოიანი პასკები გამოჩნდა. რას ფიქრობს რუსული ეკლესია

რუსეთში, კურგანის ოლქში გასაყიდად გამოჩნდა სააღდგომო პასკები რუსეთის საოკუპაციო ჯარების სიმბოლიკით: რუსული რია ნოვოსტის ინფორმაციით პასკები Z ასოთი არის გაფორმებული.

რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ინიციატივა არ მოიწონა.

“არ ვფიქრობ, რომ სააღდგომო პასკაზე ამა თუ იმ სიმბოლიკის დატანა გამართლებულია, და ალბათ მათი კურთხევა ეკლესიებში არ იქნება მხარდაჭერილი. ჩემი აზრით, პროდუქტი, რომელსაც ქრისტიანული სიმბოლიკისგან განსხვავებული სიმბოლიკა აქვს, სააღდგომო პასკად ვერ ჩაითვლება“– თქვა რადიო “ლაპარაკობს მოსკოვი“–ს ეთერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური განყოფილების თამჯდომარის მოადგილემ  საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ვახტანგ ყიფშიძემ.

თუმცა, აქვე დასძინა, რომ რუსული ეკლესია მხარს უჭერს “ყველა სახალხო ინიციატივას , რომელიც რუსული არმიის მხარდასაჭერად არის მიმართული.“

“პურპროდუქტები, რომლებიც რაიმე სიმბოლიკას შეიცავენ, შეიძლება არსებობდეს როგორც რუსული არმიის მხარდაჭერის ფორმა, თუმცა ეკლესიის საკრალური სივრცის მიღმა“– ამბობს ის.