BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია.
გამოცემა წერს, რომ საავტომობილო მოძრაობა შენელებულია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება. გარდა ამისა ფინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით.