რუსული სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე სამობილიზაციო პუნქტი გაიხსნება. თუმცა, არ კონკრეტდება, როდის.
ბიბისი წერს, რომ „ზემო ლარსი“– მთავარი სახმელეთო სასაზღვრო პუნქტია, რომლის გავლითაც რუსეთიდან საქართველოში შესვლა შეიძლება და აქ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ათასობით მანქანისგან შემდგარი 25 კილომეტრიანი რიგი ვლადიკავკაზამდე გაიჭიმა.
გუშინ რუსეთის მხრიდან საზღვარს “ბეტეერი“ მიუახლოვდა, რათა მისი არასანქცირებული კვეთა აღეკვეთა, ქართულმა მხარემ კი ხალხის დიდი ტალღის გამო მსურველებს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცა.