რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა 2042 წლამდე გაგრძელდეს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის 2042 წლამდე გაგრძელდება. მის კომენტარს UNIAN ავრცელებს.

მისი აზრით, საომარი მოქმედებები, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება.

“ომი ამ გაგებით, ცივილიზაციური გაგებით – ეს სულაც არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს… ეს შეიძლება იყოს 2042-მდე, თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მოხდება ეს და რაც მთავარია, უკრაინა გთავაზობთ აქტიურ მექანიზმებს ამის წინააღმდეგ საბრძოლველად”.- თქვა არესტოვიჩმა.

მანამდე არესტოვიჩმა ომის დასრულების სავარაუდო თარიღად 2035 წელი დაასახელა და თქვა, რომ ამ პერიოდში რეგულარული სამხედრო შეტაკებები “გარანტირებულია.

“ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა 5, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელიწადში ერთხელ”. -აღნიშნა მან.