რუსთაველზე გავიარე, ცუდი სუნი იდგა, იმდენი კარავია, ეტყობა იქვე ისაქმებენ – მეუფე იაკობი

“რუსთაველზე გავიარე, ცუდი სუნი იდგა, იმდენი კარავია, ეტყობა იქვე ისაქმებენ” – ეს განცხადება, ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა, ქადაგების დროს გააკეთა. მეუფე იაკობმა, ამ სიტყვებით, სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად კარვები აქვთ გაშლილი,შეურაცხმყოფლად მოიხსენია.

“გუშიწინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე. შეიძლება თბილისი თბილისს აღარა ჰგავს, იმდენი კარავი რა არის, ხომ? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი? სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, ეტყობა, იქვე ისაქმებენ რომ მიდიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება”, –  განაცხადა მეუფე იაკობმა.