რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, 16პირი დააკავა – აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და დაკავებები დაიწყეს.
დაკავებულები არიან:ლაშა დგებუაძე
ალბი კორძაია
ნენე გაბლაია
თათია აფრიამაშვილი
ანუკი ჩრდილელი
შუშანა მაცაბერიძე
ბექა პაპაშვილი
დათა ქაშიაშვილი
შუშანა მაცაბერიძე
თამარ ფერაძე
დავით სეხნიაშვილი
ლუკა ჭოხონელიძე
თიკა პატარაია
ნიკა კორძაძე
რუსკა მაღრაძე
მარიამ უძილაური
ანი ჭინჭარაული
ნინი ნაჭყებია
ნუნუ მაღრაძე
მარკო ცომაია
დავით გუნაშვილი
აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს.აქცია რუსთაველის თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 16 პირი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.
”რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.