რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკს სცემეს. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. კანდელაკის თქმით მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რუსთაველის გამზირზე ვიყავი, რუსული სიმღერა იყო ჩართული და გამოვრთე. რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ერთი ადამიანი გამომეკიდა, 1970 წელს დაბადებული, მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა”, – განაცხადა კანდელაკმა.