რუსთაველზე ჩავარდნილი ასფალტის გასაკეთებლად მისული ტრაქტორი ორმოში ჩავარდა 15:55, 27-07-2021 რუსთაველის გამზირზე ჩანგრეული ასფალტის ორმოში ადგილზე გზის შესაკეთებლად მიყვანილი ტრაქტორი ჩავარდა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დაზიანებულია მიწისქვეშა წყლის მილები.